ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-22

ტრენინგ-კურსი „სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა“

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის  2017 წლის 3 ივლისიდან  10 ივლისის ჩათვლით ტარდება უფასო ტრენინგ-კურსი „სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა“.

კურსის მიზანია:დამატებითი ცოდნის მოპოვება სპორტული მედიცინის ნუტრიციოლოგიის და ამასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულირებაში კომპეტენციის შესაძენად, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა გამოიყენოს სპორტულ შეჯიბრებებში ჩართული ათლეტების წვრთნების დროს, ასევე, მოყვარულებისთვის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებელი საშუალებების  მართლზომიერი მოხმარებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ უწვეტი განათლების ცენტრს: ტელ.:222 36 52; 599318133; email:tsulll@tsu.ge; asmat.goderdzishvili@tsu.ge

Facebook: თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL                                                                                                                       
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (თსუ პირველი კორპუსის გვერდით)

ტრენინგის დასრულებისას გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


Print

« იხ. ყველა სიახლე