ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-01-16

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალს სკანდინავიური ფილოლოგიისა და  სკანდინავისტიკის მიმართულებებიდან. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 23 იანვრის 16:00 საათამდე უნდა გამოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი: 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  პასპორტის ასლი;
  ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
  CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
  მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ნორვეგიულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
  ნორვეგიული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  წინაწარი მიღების წერილი;
  ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
 შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის, თეა გერგედავას ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1.
 
სტიპენდიის სავარაუდო ხანგრძლივობა:
27 დღე (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.

Print

« იხ. ყველა სიახლე