2014-04-25
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
2014 წლის 16 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:
- არღუთაშვილი ვალერი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი)
- გოგოლაძე მარიამ (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის მეცხრე სემესტრის სტუდენტი)
- ეგნატაშვილი დემეტრე (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, სამართლის სადოქტორო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტი)
- ნადირაძე ანდრია (ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისიტი/ანალიტიკოსი)
- რამიშვილი ნაზიბროლა (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის სტაჟიორი)
- ქურდოვანიძე ნონა (ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი)
- ხასია გვანცა (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი)
საარჩევნო პროცესის ვადები:
კანდიდატთა რეგისტრაცია - 26 აპრილი-5 მაისი
დამკვირვებელთა რეგისტრაცია - 12 მაისი-14 მაისი
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, 245-ე ოთახი
« იხ. ყველა სიახლე