ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს სტუდენტური ბარათი ექნება.
უნივერსიტეტსა და შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ერთობლივად დამზადდა სტუდენტის საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლითაც სტუდენტებს ამავდროულად შეეძლებათ ისარგებლონ „უნიქარდის“ მიერ შემოთავაზებული ყველა სერვისით, სხვადასხვა სახის შეღავათებით და ფასდაკლებით.
ბარათის მისაღებად აუცილებელია სტუდენტის თანხმობა. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ სტუდენტის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას
SMS.TSU.GE და
LMS.TSU.GE