18-19 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას "ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების რეგიონული ასპექტები" გამართავს.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:
ბიზნესგარემოს განვითარების რეგიონული თავისებურებები.
რეგიონული განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.
სამართალგანვითარების რეგიონული ასპექტები.
კონფერენციის ეტაპები:
პირველი ეტაპი – ინტერნეტრეგისტრაცია (ავტორთა მონაცემებისა და აბსტრაქტების შევსება)
20 აპრილის ჩათვლით.
მეორე ეტაპი - შერჩეული აბსტრაქტების ავტორების მიერ ნაშრომების სრული სახით გაგზავნა –
5 მაისი. ელ-ფოსტა:
blss@atsu.edu.ge.
კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით
ბმულს.
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:
თემის შინაარსი რამდენად შეესაბამება კონფერენციის შინაარსს.
ნაშრომის სტრუქტურა და ლოგიკურობა.
ნაშრომის აქტუალობა და პრობლემის ახლებური გაანალიზება.
არგუმენტირებული მსჯელობა.
დასკვნა და წინადადებები.
გამოყენებული ლიტერატურის/წყაროს მითითება.
კონფერენციის მეორე ეტაპზე გასულ ყველა მომხსენებელს გადაეცემა კონფერენციის მონაწილის სერტიფიკატი.
I ადგილზე გასული ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები, დაჯილდოვდებიან სხვადახვა წიგნებითა და ნაშრომები საავტორო უფლების დაცვით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული ჟურნალის სახით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
ბმული.