ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-07-20

ბრძანება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოეცხადოთ მადლობა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ალექსანდრე უნაფქოშვილს, ნიკო აჯიბეგაშვილსა და  ბესო ჩარგეიშვილს 2010 წლის 9 ივნისს თსუ ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი საღამოს მომზადებაში აქტიური მონაწილეობისა და სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის.
  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს  (ნ. ლაცაბიძე).
  3. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა ბრძანების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის.
  4. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

      საფუძველი: თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა 2010 წლის 25 ივნისის №15504/02 წერილი.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                          რომან ხარბედია
Print

« იხ. ყველა სიახლე