2017-06-16

დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

ცხადდება დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (RheinAhrCampus, გერმანია)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს მინიმუმ 3.2 GPA-ით. 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 22 ივნისის  22:00  საათამდე უნდა გააგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:rajah@rheinahrcampus.de

მეილის ასლში (CC-ში) ჩასვით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი (erasmusplus@tsu.ge)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1, მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტის ხელმოწერის გრაფები ცარიელი დატოვეთ)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი - მინიმუმ B2  დონე ან/და 2016/2017 სასწავლო წელს თსუ ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ დანართი 2, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (დანართი 3), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. გაითვალისწინეთ, რომ მასპინძელი უნივერსიტეტის მოთხოვნით დანართი 3-ში გაწერილია სავალდებულო 5 საგანი, რომელსაც უნდა დაუმატოთ 1 ან 2 ახალი საგანი დანართი 2-იდან)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!



Print

« იხ. ყველა სიახლე