2013-10-22

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ჩასარიცხი აპლიკანტების საყურადღებოდ !

2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ჩასარიცხი აპლიკანტებისათვის საბუთების მიღება იწარმოებს 23 - 28 ოქტომბერს თსუ-ის შესაბამის ფაკულტეტზე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,კინო-ტელე რეჟისორი“ (მე-4 საფეხური) -  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი N208. ტელეფონი: 2 22 21 08.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,, მასაჟისტი’’ და ,,კბილის ტექნიკოსი“ - მედიცინის ფაკულტეტი, ჭიაურელის №2, ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი №30. ტელეფონი: 2 91 31 25.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა :

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე) ;
გ) სრული ზოგადი/საბაზო  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


Print

« იხ. ყველა სიახლე