ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-01-13

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ზამთრის სკოლა „ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ“

სკოლაში განიხილება შემდეგი საკითხები: როგორ აისახა ფაშიზმის გამოცდილება ინტელექტუალთა შორის, რომლებიც მომსწრენი იყვნენ ევროპაში ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმების აღზევებისა? რა გამოხმაურება ჰპოვა ამგვარმა პროცესებმა უფრო გვიანდელ თეორეტიკოსთა ნააზრევში?

შევეცდებით, ფაშიზმის თეორიის ჭრილში გავიაზროთ და შევაფასოთ როგორც საქართველოში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, ისე თანამედროვე სამყაროსათვის უაღრესად საჭირბოროტო თემები, როგორებიცაა: მიგრანტების პრობლემატიკა და მზარდი ნაციონალიზმი.

ზამთრის სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2016 წლის 17 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ ფაშიზმი და შემოიფარგლება თუ არა ის კონკრეტული ისტორიული პერიოდით?“

სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebebi-346/zamtris-skola-filosofia-da-socialuri-teoria-fashizmis-pirispir.page
Print

« იხ. ყველა სიახლე