2017-10-05
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი https://www.ugr.es/
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან:
ინგლისურენოვანი (ბაკალავრიატი): განათლების მეცნიერებები (დანართი 1)
ესპანურენოვანი (ბაკალავრიატი): იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი (დოქტორანტურა): იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 18 ოქტომბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (მასპინძელი უნივერსიტეტის მოთხოვნით, სავალდებულოა, ინგლისური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: eLADE, DELE ან TOEFL, IELTS, APTIS, CAE – მინიმუმ B2 დონე)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის - შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 2
- შევსებული საკვლევი გეგმის მონახაზი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის - დანართი 3)
- მაგისტრის დიპლომი, დიპლომის დანართი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
- არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
- სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
« იხ. ყველა სიახლე