2018-09-05

მსოფლიო ფორუმი - „პოლიშარ 26“ მოწინავე მასალებში

10-13 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს 26-ე მსოფლიო ფორუმს - "PolyChar 26" მოწინავე მასალებში.

ფორუმში "Polychar 26" მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მეცნიერი და პროფესიონალი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მექანიკის, სამედიცინო და საინჟინრო დარგებიდან.

ფორუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები მსოფლიოს ლიდერი უნივერსიტეტების გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად, გაეცნონ მათ სამეცნიერო მიღწევებს, დაესწრონ მათ ლექციებს, შეხვდნენ დარგის ცნობილ  სპეციალისტებს. ახალგაზრდა მკვლევართათვის ჩატარდება ლექციების მცირე კურსი პოლიმერების და მოწინავე მასალების კვლევაში.

საქართველოში საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს მსოფლიო სამეცნიერო ფორუმის - "პოლიშარის" სამეცნიერო კომიტეტის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქიმიის დეპარტამენტის, მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი ომარ მუკბანიანი.

ფორუმი გაიხსნება 2018 წლის 10 სექტემბერს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში (107-ე აუდიტორია).

ახალგაზედა მეციერების და სტუდენტების საუკეთესო მოხსენებები და პოსტერები ფორუმის სამეცნიერო კომიტეტის საპრიზო კომისიის მიერ დაჯილდოვდება პრიზებით და  საპატიო დიპლომით.

სტუმრები გაეცნობიან საქართველოს მეცნიერებას და კულტურას. ქართველი სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის და დაინტერესებული საზოგადებისთვის დასწრება არის თავისუფალი.

ფორუმის სამუშაო განრიგი და თეზისების კრებული განთავსებულია ფორუმის ვებგვერდზე: www.polychar26.tsu.ge.

ფორუმის მასალები/სტატიები დაიბეჭდება საერთაშორისო  მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში.

ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი - "Polychar" პირველად 1992 წელს ჩატარდა დენტონში, ტეხასის შტატში, აშშ. მას მერე ფორუმი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო: პორტუგალია Guimaraes, Portugal (2004), სინგაპური Singapore (2005), იაპონია Nara, Japan (2006), ბრაზილია Buzios, Brazil (2007), ინდოეთი Lucknow, India (2008), საფრანგეთი Rouen, France (2009), გერმანია Siegen, Germany (2010), ნეპალი Kathmandu, Nepal (2011), ხორვატია Dubrovnik, Croatia (2012), კორეა Gwangju, South Korea (2013), სამხრეთ აფრიკა Stellenbosch, South Africa (2014), and აშშ ნებრასკა Lincoln, Nebraska, USA (2015), პოლონეთი 2016, მალაიზია, კუალა ლუმპური-2017.
Print

« იხ. ყველა სიახლე