2017-06-06

"ხმა ქართველი ქალისა" - სტატიების მიღება

პირველი სამეცნიერო-პუბლიცისტური ელექტრონული ჟურნალი გენდერის კვლევებში “ხმა ქართველი ქალისა”  აცხადებს სტატიების მიღებას მეორე ნომრისთვის, რომელიც  2017 წლის ნოემბერში გამოიცემა. სამეცნიერო-პუბლიცისტურ ჟურნალს გამოსცემს თსუ გენდერის კვლევის ინსტიტუტი ქალთა ფონდთან საქართველოში თანამშომრლობით.

ჟურნალი წარმოადგენს სივრცეს თანამედროვე ფემინისტური, ინტერდისციპლინარული აკადემიური ნააზრევისთვის, მისი კონცეფცია და სახელწოდება კი კავშირშია საუკუნის წინანდელ ფემინისუტურ ინიციატივასთან - გაზეთთან “ხმა ქართველი ქალისა”, რომელიც 1917-1918 წლებში ქუთაისში გამოიცემოდა. პუბლიკაციის მიზანი საქართველოში გენდერის კვლევაში შექმნილი ცოდნის გამდიდრება, გამრავაფლეროვნება და ადგილობრივი პერსპექტივის წარმოჩენით მისი ინტეგრაციაა საერთაშორისო ფემინისტურ ნააზრევში.

ჟუნრალის მეორე ნომერი ეთმობა იდენტობის საკითხებს და მის წარმოებას გენდერის, სექსუალობის, სოცილურ-ეკონომიკური, ეთნიკური თუ სხვა ნიშნებისა და კატეგორიების გადაკვეთით. იდენტობისა და მოქმედ პირად ყოფნის თემა უმნიშვნელოვანესია ფემინისტურ თეორიასა და ლიტერატურაში და უკავშირდება გამოცდილების მიღების, ცოდნის დაგროვებისა და წარმოების პროცესებსა და შედეგებს, სწორედ ამიტომ მეორე ნომერში გამოსაქვეყნებელი სტატიები სასურველია მოგვაწოდოთ შემდეგ ვრცელ თემებთან კავშირში:
  • იდენტობის პოლიტიკა ფემინისტური პერსპექტივიდან
  • აგენტობა - ქმედება და გენდერი
  • ფემინისტური ეპისტემოლოგია - გამოცდილება ცოდნის დაგროვებისა და წარმოების პროცესში
  • გენდერის, სექსუალობის, ეთნიკური კუთვნილების, კლასობრივი მდგომარეობისა თუ სხვა კატეგორიების კვეთა გამოცდილებისა და ჩაგვრის ანალიზისას
სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატია (4000-6000 სიტყვა) მიიღება მეილზე: mariana.unapkoshvili@tsu.ge

სტატიის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2017 წლის 19 სექტემბერი

Print

« იხ. ყველა სიახლე