ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია, ესპანური ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, ბიზნესი, ჟურნალისტიკა, ურბანისტიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.univ-catholille.fr/index-UK.asp
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/en/international.html
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): საჯარო ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.uni-speyer.de/en/index.php?p_id=93
ტრომსოს უნივერსიტეტი (ნორვეგია)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): მედიცინა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://en.uit.no/startsida
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, გეოპოლიტიკა, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.univ-paris8.fr/en/
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL ან IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ფრანგული: DELF, DALF - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ესპანური: DELE, eLADE - აღებული უკანაკნელი 2 წლის მანძილზე)
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ა/წ 24-25 აპრილი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121)
ა/წ 5 აპრილს დილის 10 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგები ინახება თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში, შესაბამისად, მისი ჩაბარების დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა არ არის საჭირო)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ა/წ 5 აპრილის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (MA)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი
6. პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
საფრანგეთი, ნორვეგია: უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია, ესპანეთი: უფასო სწავლა, 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
დამატებითი ინფორმაცია:
24-25 აპრილს დაგეგმილი გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე!
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის გაგზავნის დროს უნდა მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
ერთ აკადემიურ სემესტრში შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (
დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge