რობერტ ბოშის ფონდი და DGAP აცხადებენ კონკურსს კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის 2016/2017 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო ან სამოქალაქო სექტორში (სახელმწიფო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები) ან ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა ხელმძღვანელებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, თურქეთიდან ან უკრაინიდან.
თანდართული დოკუმენტის სახით იხილეთ კოლეჯის დირექტორის, ევროკომისიის
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ გიუნტერ ფერჰოიგენის პირადი წერილი და
ბროშურა გერმანულ ენაზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კოლეჯის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლეა სოფი დევორეცკის, საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოებიდან (DGAP) გერმანულად, ინგლისურად ან რუსულად შემდეგ ელ-ფოსტაზე:
goerdeler-kolleg@dgap.org. სატელეფონო საუბრის შემთხვევაში გერმანულად ან ინგლისურად: ტელ:
0049 30 25 42 3147
0049 30 25 42 3147