ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
აკადემიური პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
http://www.ut.ee/en
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 30 დღე
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
http://www.hiof.no/english
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, კულტურის კვლევები
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე
ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)
http://www.lu.lv/eng/
ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
ბიზნესის ადმინისტრირება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
მობილობის ხანგრძლივობა: 12 დღე
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/index.html?language=en
იურიდიული, სოციოლოგია, გარემოს დაცვა
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
http://www.uclouvain.be/index.html
ფილოსოფია, საჯარო პოლიტიკა, ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
http://www.ut.ee/en
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
http://www.hiof.no/english
საგარეო ურთიერთობები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სასწავლო პროცესის მართვა
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
ცენტრალური ადმინისტრაცია/ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
მობილობის ხანგრძლივობა: 12 დღე
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/index.html?language=en
იურიდიული, სოციოლოგია, გარემოს დაცვა
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
- რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.uniroma1.it/
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ცენტრალური ადმინისტრაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ
10 ნოემბრის 18 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ევროპული უნივერსიტეტი):
erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა -
დანართი 1
წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)
სტიპენდია მოიცავს:
დღიურ სტიპენდიას + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
შესარჩევი პროცესი:
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
წერით ეტაპზე (ენის ტესტი) დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.
მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ
13 ოქტომბრის 18 საათისა უნდა გააგზავნონ ცნობა სამსახურიდან (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური):examcenter@tsu.ge
ტესტირება გაიმართება
2015 წლის 15 ოქტომბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!
შენიშვნა: დაგვიანებული განცხადება არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი!