2019-04-15

თსუ რეგიონული სამაგისტრო პროგრამის 11 სტუდენტს უმასპინძლებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში რეგიონული სამაგისტრო პროგრამის 11 სტუდენტს უმასპინძლებს. 
ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში საგანმანათლებლო პროგრამების მსოფლიო უნივერსიტეტების გლობალური ქსელი (Global Campus of Human Rights) წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება მსოფლიოს შვიდ რეგიონში: ევროპა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია, აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები, არაბული სამყარო. 
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გლობალური ქსელის პარტნიორი და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელი კონსორციუმი აერთიანებს შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი უნივერსიტეტი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი და ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2018-2019 სასწავლო წელს კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის რეგიონულ სამაგისტრო პროგრამაზე სულ 18 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის აღმოსავლეთის პარტნიორობის კონსორციუმში რეიტინგით პირველი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აირჩია. 











Print

« იხ. ყველა სიახლე