2014-06-22
პოლონეთის მთავრობის სტიპენდიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში
სტეფან ბანაჩის სტიპენდიების ფარგლებში პოლონეთის მთავრობა სთავაზობს ქართველ სტუდენტებს ორ წლიან სამაგისტრო პროგრამას პოლონეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში შემდეგ დისციპლინებში: მეცნიერება, ტექნოლოგია, ეკონომიკა და ევროპული სწავლება/ევროპული კანონმდებლობა.
მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა ფლობდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომს (გაცემული არაუმეტეს სამი წლის წინ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ევროპული სწავლების/სამართლის მიმართულებით
- სააპლიკაციო ფორმის შევსების დროს უნდა იყოს დამამთავრებელ საბაკალავრო ან სამაგისტრო კურსზე.
- უნდა ფლობდეს პოლონურ ენას რათა შეძლოს პოლონეთში სწავლა.
პროგრამა სთავაზობს სტიპენდიებს და უფასო სწავლებას.
სტუდენტების შერჩევას მოახდენს პოლონეთის საელჩო თბილისში.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი:www.buwiwm.edu.pl.
« იხ. ყველა სიახლე