2014-06-22

პოლონეთის მთავრობის სტიპენდიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში

სტეფან ბანაჩის სტიპენდიების ფარგლებში პოლონეთის მთავრობა სთავაზობს ქართველ სტუდენტებს ორ წლიან სამაგისტრო პროგრამას პოლონეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში შემდეგ დისციპლინებში: მეცნიერება, ტექნოლოგია, ეკონომიკა და ევროპული სწავლება/ევროპული კანონმდებლობა.

მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა ფლობდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომს (გაცემული  არაუმეტეს სამი წლის წინ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ევროპული სწავლების/სამართლის მიმართულებით
  •  სააპლიკაციო ფორმის შევსების დროს უნდა იყოს დამამთავრებელ საბაკალავრო ან სამაგისტრო კურსზე.
  • უნდა ფლობდეს პოლონურ ენას რათა შეძლოს პოლონეთში სწავლა.

პროგრამა სთავაზობს სტიპენდიებს და უფასო სწავლებას.
სტუდენტების შერჩევას მოახდენს პოლონეთის საელჩო თბილისში.  

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი:www.buwiwm.edu.pl.
Print

« იხ. ყველა სიახლე