ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-01-26

ლეიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2012/2013 აკადემიური წლის სამაგისტრო სტიპენდიები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის

კონკურსში სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:
– GPA  3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი)
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატი – IELTS 6,5.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237) უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
–ბაკალავრიატის დიპლომის ასლი
–CV (ინგლისურ ენაზე)
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
–ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატი

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2012 წლის 3 თებერვალი
ლეიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული  სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებ–გვერდს:
http://prospectivestudents.leiden.edu/scholarships/scholarship/lexs.html
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს.  ტელ:  2 25 12 02 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
Print

« იხ. ყველა სიახლე