2015-10-06

სამეცნიერო კონფერენცია "შორეული აღმოსავლეთი:ისტორია, რელიგია, კულტურა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ‘’შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდენობის’’  მიმართულება 2015 წლის 15-16ოქტომბერს ატარებს პირველ სამეცნიერო კონფერენციას "შორეული აღმოსავლეთი:ისტორია, რელიგია, კულტურა".
       
კონფერენციის მიზანია:
    
•იაპონიის, ჩინეთის, კორეის და აზიის სხვა ქვეყნების  ისტორიის, კულტურის სხვადსხვა დარგების, რელიგიური მოძღვრებების შესწავლა წარსულსა  და აწმყოში.
•საქართველო-იაპონიის, საქართველო-ჩინეთის  ურთიერთობების წარმოჩენა საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში
•საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში შორეული აღმოსავლეთის რეგიონის  პრობლემატიკით დაინტერესებული მკვლევარ-სპეციალისტების და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება
•ინტერდისციპლინური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
•შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის პოპულარიზაცია და პოზიტიური წვლილის შეტანა დარგის შემდგომ განვითარებაში.

კონფერენციის მოხსენებების თემატიკა საკმაოდ ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.

კონფერენციის გახსნა: 2015 წლის 15 ოქტომბერი, 11:00.

მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, 202-ე აუდიტორია

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და მოხსენების მოკლე (150-200 სიტყვა) ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: fec@tsu.ge  არაუგვიანეს 2015 წლის 20 სექტემბრისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Vკორპუსი, ოთახები 306 და 127, ჭავჭავაძის გამზ. #36
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
პროფესორი ნანა გელაშვილი 599 93 49 77
თათია მემარნიშვილი  551 40 22 81 

დანართი

Print

« იხ. ყველა სიახლე