2011-04-14
იურიდიული ფაკულტეტი:
• სამართალმცოდნეობა;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
• პოლიტიკური მეცნიერება;
• სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია;
• შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია;
• ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება;
• კლინიკური ნეიროფსიქოლოგია;
• ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია.
დოქტორანტურაში მისაღები ვადები:
• საბუთების მიღება – 14 - 21 აპრილი;
• გამოცდა უცხო ენაში – 26 აპრილი;
• გამოცდის შედეგების გამოცხადება – 27 აპრილი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 28-29 აპრილი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება – 2 მაისი;
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 3-4 მაისი;
• ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 6 მაისი.
საბუთების მიღებას ახორციელებენ ფაკულტეტის მიმღები კომისიები.
საბუთების ნუსხა:
• განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
• სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში/ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებაზე)
შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება.
ბრძანება №:40/01-01 - 13.04.2011
« იხ. ყველა სიახლე