ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი Volkswagen-ის ფონდის (გერმანია) დაფინანსებით და გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ატარებს „გაერთიანებულ სამუშაო სემინარს (workshop) გერმანიის, საქართველოს და სომხეთის დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტებისათვის“ აკადემიურ წერაში.
ვორქშოპი გაიხსნება
14 ნოემბერს, 10:30 საათზე.
პროექტის მიზანია დაეხმაროს დოქტორანტურის სტუდენტებს განივითარონ უნარ-ჩვევები აკადემიური წერის, ან სხვა ისეთი აკადემიურად მნიშვნელოვანი კვლევითი ტექნიკის დაუფლების მიმართულებით, რაც აუცილებელია სადოქტორო ნაშრომის წარმატებით შესრულებისათვის.
პროექტის პირველი ნაწილი განხორციელდა გერმანიაში თუბინგენის უნივერსიტეტში.
პროექტს უძღვებიან გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის, ასევე საავტორო სამართლის მიმართულებით, სამართლის დოქტორი ბერნდ ჰაინრიხი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი ირინე ხერხეულიძე.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია