2016-05-18

II საერთაშორისო კონფერენცია „პოლიტიკა კავკასიის ირგვლივ“

თსუ საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი 2016 წლის 21 ოქტომბერს აწყობს II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „პოლიტიკა კავკასიის ირგვლივ“.

კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოთა და მეზობელ პოლიტიკურ აქტორთა საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენისა და ლიტერატურის აქტუალური საკითხების კვლევა.

კონფერენციის თეზისები და მოხსენება უნდა შეიცავდეს სიახლეს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის, თურქეთის შესწავლის საკითხებით დაინტერესებულ ყველა მკვლევარს.

თეზისებისა და სტატიის წარმოდგენის სტანდარტი:
შრიფტი: Sylfaen (ქართული) და Times New Roman (ინგლისური). 12-იანი შრიფტი. დაშორება: 1,5.
თეზისები და მოხსენება გაფორმებული უნდა იყო APA სტილით.
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2016 წელი
კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება: 15 აგვისტო, 2016 წელი
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 სექტემბერი, 2016 წელი
კონფერენციის დღე: 21 ოქტომბერი, 2016 წელი
კულტურული ტური ძველ თბილისში: 22 ოქტომბერი, 2016 წელი.

თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 6000 სიტყვას.
თუ მოხსენების პრეზენტაციისათვის საჭიროა დამატებითი ტექნიკური საშუალებები, მაგალითად პროექტორი და ა.შ. მოგვწერეთ.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: igns@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე