საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკის მეცნიერება, საინფორმაციო ტექნოლოგიები
http://www.hiof.no/english
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი):
იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები
http://www.uniroma1.it/
ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი):
პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია
http://www.uni-salzburg.at/index.php?id=52
ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ინგლისური ენა, კულტურის კვლევები, ბიოლოგია, იურიდიული, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx
მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიტვა)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერობები, ეკონომიკა
https://www.mruni.eu/en/
ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ბიზნესი, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება
http://www.metu.edu.tr/
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
ეკონომიკა
http://www.uim.aku.edu.tr/
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
-
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2015 წლის 15 ოქტომბერი და 17 ნოემბერი, 2016 წლის 2 მარტი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
-
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
-
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
-
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
-
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
-
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
-
პასპორტის ასლი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
-
იტალია, ფინეთი, ავსტრია: 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
-
გერმანია, თურქეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
-
ლიტვა: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 1 აპრილის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე
(სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (BA) და
სასურველი ევროპული უნივერსიტეტები პრიორიტეტების მიხედვით):
შენიშვნა:
-
დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!
-
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი!
-
ზალცბურგის უნივერსიტეტის სტიპენდიების მოსაპოვებლად გასაუბრება ჩატარდება დამოუკიდებლად!