ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-26

თსუ თანამშრომელთა საყურადღებოდ!

შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირების საყურადღებოდ განმარტებას ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა. გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ:

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს (მოცემულ შემთხვევაში 2015 წელს) აღემატება 40 000 ლარს, საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება - დასაბეგრი ქონება - და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით. მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული ხელფასი, დივიდენდი და ა.შ.

ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ამასთან, აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტს, შესაბამისად უწყება ახორციელებს ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელთა მუდმივ მონიტორინგს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ განიხილება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ.

ფიზიკური პირის და მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
შემოსავლებში არ შეიტანება:
დაბეგვრის ობიექტებს განეკუთვნებიან:
ფიზიკური პირის დასაბეგრ ობიექტს არ წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ფიზიკური პირი მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
Print

« იხ. ყველა სიახლე