2011-03-16

II რეგიონთაშორისი სტუდენტური კონფერენცია

2011 წლის  3 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი II სტუდენტურ რეგიონთაშორისს კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის –  "ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის" ფარგლებში ხორციელდება.

კონფერენციის მიზანია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა    ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია მრავალპროფილიანი და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის იმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება ბაკალავრებს,  მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეეძლებათ. 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

მოქმედებს შემდეგი სექციები:
  1. ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება,   კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკათმცოდნეობა);
  2. სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია,  ფსიქოლოგია);
  3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  4. სამართალმცოდნეობა და სხვა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2011 წლის 18 მაისამდე უნდა წარმოადგინონ მოხსენებისათვის თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა).

შერჩეული მასალები  სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში დაიბეჭდება.


განაცხადის ფორმა:
  • სასწავლებლის დასახელება და მისამართი;
  • მომხსენებლის გვარი, სახელი;
  • სასწავლო სტატუსი;
  • მისამართი, ტელეფონი (მობილური ფაქსი) ელექტრონული ფოსტის  მისამართი;     
  • მოხსენების სათაური;
  • მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი;
წარმოდგენილ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს, კომისიის გადაწყვეტილება ავტორებს საინფორმაციო წერილით მიეწოდება.  დაიბეჭდება კონფერენციის მასალები და პროგრამა.
  • თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით:   studentsconference@tsu.ge
  • ან პირადად (CD–ზე ჩაწერილი)


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ტელ:

პროფესორი თამარ პაიჭაძე       პროფესორი კახაბერ ლორია
899 18 46 03                           877 57 54 55

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №1


 
მასალების გაფორმების წესი:
  • ტექსტის ენა - ქართული;
  • რედაქტორის პარამეტრები Word-ი Windows -თვის;
  • ფურცლის ზომა - A – 4;
  • მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 3სმ;
  • შრიფტი - აკადნუსხური;
  • შრიფტის ზომა - 12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
  • თეზისების ტექსტის ფორმატი:
  • თემის სახელწოდება: აკადნუსხური, bold, 14, ასომთავრულით;
  • ავტორი: აკადნუსხური, 12, ასომთავრულით, ინიციალები (გვარის წინ), ავტორის და ხელმძღვანელის  გვარი დაიბეჭდება მარჯვნივ, ინიციალები იბეჭდება ინტერვალის გარეშე იტალიკით;
  • ძირითადი ტექსტი: აკადნუსხური, 12.
  • დამოწმებული ლიტერატურა უნდა დალაგდეს ინდექსის მიხედვით, შემდეგი წესით,
    მაგ:

    Соловьев 1939: Л. Соловьев, "Собр. сочинений", (Т  I) Москва, 1939г.

    კ. კეკელიძე  1980. კ. კეკელიძე   წლის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია თბილისი 1980.
Print

« იხ. ყველა სიახლე