2017-03-27

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

27 მარტიდან - 8 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია.

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
  • სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი ( მე–5 საფეხური, 15 ადგილი);
  • ტურიზმის მენეჯმენტი (მე–5 საფეხური, 25  ადგილი);
  • ტანსაცმლის დიზაინი (მე-5 საფეხური, 20 ადგილი);
  • აგროლოჯისტიკის ოპერატორი (მე-4 საფეხური, თსუ ქუთაისის სასწავლო ცენტრი, 30 ადგილი);
  • აგროლოჯისტიკის ოპერატორი (მე-5 საფეხური, თსუ ქუთაისის სასწავლო ცენტრი, 10 ადგილი);

აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით

საკონტაქტო პირები: მაყვალა დარსანია 574 998874, ნინო გოგიაშვილი 577 723016, 2 25 04 84; 2 25 39 71.




Print

« იხ. ყველა სიახლე