ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-27

C ჰეპატიტის სკრინინგი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ კამპანიაში ,,განიკურნე’’. თანამშრომლების და სტუდენტებისთვის სკრინინგზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  ჩაატარებენ ერთობლივ აქციას მაღლივი კორპუსის მიმდებარე  ტერიტორიაზე. 29 ივნისს 11.00 საათიდან 17.00 საათამდე თსუ მაღლივი კორპუსის 204-ე აუდიტორიაში და 30 ივნისს 11.00 საათიდან 17.00 საათამდე თსუ ბიბლიოთეკის წინ (მაღლივი კორპუსის მიმდებარედ) მობილურ ლაბორატორიაში ყველა მსურველს შეეძლება უფასოდ ჩაიტაროს C ჰეპატიტის სკრინინგი (სწრაფი ტესტი).
Print

« იხ. ყველა სიახლე