2009-12-11

საქართველო და გერმანიის პარტნიორობა სამეცნიერო სფეროში - DAAD –ს წარმომადგენლობა საქართველოში

DAAD –ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენობა საქართველოში.  გერმანულ – ქართულ უნივერსიტეტებს ურთიერთობის დიდი ხნის ტრადიაცია აქვათ, თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე -“კორპორაცია საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში: ორმხრივი და ევროპული პერსპექტივები”. გერმანული კვლევითი ორგანიზაციების გარდა საუბარი შეეხო ევროპულ კვლევით პროექტებს. მოხსენებით გამოვოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი და იმავდროულად რეფერანტის ხელმძღვანელი მიხაილ შლიხტი. სასტიპენდიო პროგრამების დაფინანსების ფონდებზე და მათი  მოპოვების გზებზე ისაუბრა.
DAAD ყოველწლიურად დაახლოებით 200–ზე მეტ ქართველ სტუდენტს, მეცნიერსა და უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელს აფინანსებს, შეხვედრაზე გაირკვა რომ ერთ-ერთი გერმანული ფონდის  “Humboldt Foundation” –სტიპენდიანტი თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუაც არის.
DAAD ხელს უწყობს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებს სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროივე და კონკურენტუნარიანი საუნივერსიტეტო სისტემის ჩჩამოყალიბებას.


 

Print

« იხ. ყველა სიახლე