2012-05-16
გაცნობებთ, რომ დაგეგმილია საქართველოში საერთაშორისო კომპანიის "ლარვა გეიმ სტუდიოს" წარმომადგენლების ვიზიტი. ვიზიტის მთავარი მიზანია შსს კომპიუტერული თამაშის პროექტის მონაწილეებთან შეხვედრა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კომპანიის წარმომადგენლების, დირექტორის - ხორხე მორალესის და ფინანსური დირექტორის - იამინ რუისის შეხვედრა უნივერსიტეტების სტუდენტებთან და მათთვის საერთაშორისო კლასის თამაშების შექმნის გამოცდილების გაზიარება.
ამ მიზნით ა.წ. 17 მაისს 16:00 საათზე ხორხე მორალესი და იამინ რუისი ჩაატარებენ პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის თემაზე - "პირველი ქართული კომპიუტერული თამაში და საერთაშორისო თანამშრომლობა". პრეზენტაციას დაესწრებიან შსს კომპიუტერული თამაშის პროექტის მენეჯერი - კარლო მათითაიშვილი და მთავარი პროგრამისტი ირაკლი ქოქრაშვილი.
პრეზენტაციის მსვლელობისას განხილული იქნება თემები:
შსს კომპიუტერული თამაშის პროექტი,
ლარვა გეიმ სტუდიო და მისი თანამშრომლობა
ლარვა გეიმ სტუდიოს პროექტი - Lucha Libre - Heroes Del Ring
სამომავლო პერსპექტივები - ანუ როგორ მოვხვდეთ ააა კლასის გეიმ დეველოპმენტ პროექტში
პრეზენტაცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე
პრეზენტაციის ხანგრძლივობა - 60 წუთი. აქედან 30 წუთი დაეთმობა პრეზენტაციას, ხოლო 30 წუთი კითხვებზე პასუხს და დისკუსიას
სამიზნე აუდიტორია: კომპიუტერული მეცნიერებების, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები, ასევე ყველა ის პირი, ვინც კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიითაა დაინტერესებული.
პრეზენტაციის ჩატარების ადგილი: თსუ მე-10 კორპუსში (მაღლივი კორპუსი), მეორე
სართული, აუდიტორია #206, მის: უნივერსიტეტის ქ. 2
« იხ. ყველა სიახლე