2016-03-09
საჯარო ლექცია თსუ-ში
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის ანტიკორუფციულ საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას მართავს. საქართველოში აკრედიტებულ ათ უმაღლეს სასწავლებელში, საჯარო დისკუსიები გაიმართება თემაზე:
„საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა“.
პირველი საჯარო ლექცია-დისკუსია განხორციელდება, 10 მარტს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, აუდიტორია N115 (პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია).

« იხ. ყველა სიახლე