2018-05-04

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში (გერმანია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: იურიდიული, არქეოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
გერმანული მხარისთვის შეთავაზებული სალექციო კურსის სათაური და დეტალური აღწერა (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 16 მაისის 24:00 საათამდე უნდა გააგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

მობილობის პერიოდი:
2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (მაისის ბოლო, ივნისი)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
9 დღე (მგზავრობის დღეების ჩათვლით; 8 სალექციო საათი კვირაში)

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია 120 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე