ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-01

შექმენი საახალწლო ნაძვის ხე

ძვირფასო მოსწავლეებო!

თსუ ეკო კლუბი გთავაზობთ კონკურსს - „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“,  რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყოველი სკოლის ყველა მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის მიზანია, შევაჩეროთ ტყეების განადგურება, ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრა, საახალწლოდ კი ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა წავახალისოთ.

პროექტი მოცავს სამ ეტაპს. პირველი ეტაპი დაიწყება 1 დეკემბერს და დასრულდება 15 დეკემბრის 18.00 საათზე. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა დაამზადონ ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან. მაგალითად,  გამოიყენონ მაკულატურა, პოლიეთილენი, მეტალი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა ისე, რომ არ გამოიყენონ ნაძვის ხე ან მისი ტოტები. შეიძლება მხოლოდ ღეროსათვის ხის ჯოხის გამოყენება. ასე შექმნილი ნაძვის ხეების ამსახველი ფოტოსურათები (3 ფოტო), უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tsuecoclub@gmail.com ან facebook გვერდზე Tsu Eco Club.

მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან  შერჩეული ნაშრომები 18 დეკემბერს,  ქ. ქუთაისში, გამოიფინება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოდან შერჩეული ნაშრომები კი 19 დეკემბერს, ქ.თბილისში.

მესამე ეტაპი ჩატარდება 25 დეკემბერს, ქ.თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, სადაც საუკეთესო ნამუშევრებს პრიზები გადაეცემათ.

ჩვენ თვითონ შევქმნათ საახალწლო ნაძვის ხე, გავუფრთხილდეთ ტყეებს!
თსუ ეკო კლუბი

საკონტაქტო მისამართი: tsuecoclub@gmail.com ან facebook გვერდზე Tsu Eco Club.

Print

« იხ. ყველა სიახლე