ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-18

სტუდენტთა საყურადღებოდ!

24 დეკემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტთან და თბილისის საუნივერსიტეტო სესიასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართება.

13-15 თებერვალს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო ატარებს თბილისის საუნივერსიტეტო სესიას, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  მიიღებს მონაწილეობას  და სესიაზე დელეგაციას გააგზავნის.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, მობრძანდეთ პრეზენტაციაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
საკონტაქტო ინფორმაცია: სალომე გოგიტიძე 593 02 2216

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ,1, თსუ პირველი კორპუსი, 301-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე