იწყება რეგისტრაცია თსუ-ისა და IPEC-ის ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლის 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის:
სწავლება დაიწყება ა/წლის 16 თებერვალს და დასრულდება ა/წლის 31 მაისს;
სკოლაში მიიღებიან V-X კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჯგუფებში განაწილდებიან ასაკის მიხედვით;
ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (TSU) და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის (IPEC) ერთობლივი პროექტი; მსმენელებს საგნებს წაუკითხავს თსუ-ის აკადემიური პერსონალი;
სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ საგნებს: ასტრონომია, ადამიანის უფლებები, ეთნოგრაფია, კრიმინალისტიკა, გეოგრაფიული უცნაურობები, ლოგიკური ამოცანები, საქართველოს ისტორია, ხელოვნება, ასევე მათ უტარდებათ ცდები ქიმიაში, ასევე მსმენელების ინტერესების გათვალისწინებით შესაძლოა დაემატოს სხვა საგნებიც. სკოლის მიზანია, რომ ბავშვები თავიდანვე გაეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს, უნივერსიტეტის ტრადიციებს, მიღწევებს, პროფესორ-მასწავლებლებს, გამოუმუშავდეთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, თითოეულ საგანს შეხედონ პრაქტიკული კუთხით და დაინახონ ცხოვრებაში მათი დანიშნულება, დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები, მონაწილეობა მიიღონ როლურ თამაშებში, მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და სიახლეების შესახებ, უკეთ გაეცნონ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.
სკოლა იფუნქციონირებს კვირა დღეს. ჯგუფში იქნება 8-10 მოსწავლე.
სკოლის მეცადინეობები ტარდება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი.
სწავლის ყოველთვიური ღირებულებაა 80 ლარი, თსუ-ის თანამშრომელთა შვილებისთვის - 40 ლარი. ერთიანად გადახდის შემთხვევაში თანხა შემცირდება.
სკოლაში რეგისტრაციის ბოლო ვადა:
2020 წლის 9 თებერვალი.
გადახდისათვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000103194428
მიმღები: ა(ა)იპ ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი
დანიშნულება: „ინტელექტუალური სკოლა“ - მონაწილის სახელი და გვარი.
სკოლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატები.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტ.: 5 98 58 88 99; 551 59 59 95.