2015-02-09

თსუ მასპინძლობს ტრენინგებს ტემპუსის პროექტ SSRULLI-ს ფარგლებში

10-13 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ტემპუსის პროექტ „Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions, SSRULLI“-ის ფარგლებში დაგეგმილ ორ ტრენინგ მოდულს, რომლებიც პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების უწყვეტი განათლების ცენტრების პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის სპეციალურად შემუშავდა. ამჟამად იგეგმება ტრენინგები საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების მარკეტინგსა და რეგიონულ თანამშრომლობაში, რომელთაც ტალინის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კადრი კიიგემა გაუძღვება.

2013 წელს პროექტისათვის „Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions, SSRULLI“ (უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა მოიპოვა TEMPUS-ის გრანტი (544251-TEMPUS-1-2013-1-GE-TEMPUS-JPHES). პროექტის მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება. პროექტი დასრულდება 2015 წლის დეკემბერში. SSRULLI პირველი პროექტია საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების განვითარების მიმართულებით, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაა ჩართული. პროექტის წარმდგენი და კოორდინატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

SSRULLI-ს ევროპელი პარტნიორები არიან:
  1. გრაცის კარლ ფრანცის სახელობის უნივერსიტეტი (ავსტრია),
  2. ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია),
  3. ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი).

პროექტის პარტიორები რეგიონიდან არიან:

  1. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,
  2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
  3. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია,
  4. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  5. საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია;
  6. Dvv international - საქართველო,
  7. ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი);
  8. კავკასიის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი),
  9. აზერბაიჯანის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია,
  10. ჰოვანეს თუმანიანის სახელობის ვანაძორის პედაგოგიური ინსტიტუტი (სომხეთი),
  11.  ბრიუსოვის სახელობის ერევნის სახელმწიფო ენების უნივერსიტეტი (სომხეთი),
  12. Dvv international - სომხეთი.
პროექტის ფარგლებში მოხდება უწყვეტი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება პარტნიორ უნივერსიტეტებში, შეიქმნება და დაინერგება უწყვეტი განათლების კურსები (სფერო, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები შეიძლება განსხვავებული იყოს ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტში მათი სპეციფიკიდან გამომდინარე), შეიქმნება საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების (ULLL) რეგიონული ქსელი, რომელიც უნდა იქცეს რეგულარული დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის პლატფორმად რეგიონში უწყვეტი განათლების შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ. პროექტის დასრულებისას გამოიცემა სახელმძღვანლო რეგიონში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ორგანიზების შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე