9-10-11 ნოემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია -“თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა საქართველოს და მსოფლიოს თვალთახედვით“ ჩატარდება. ღონისძიებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალების ფოტოგამოფენა, კულტურულ-საგანმნათლებლო ბეჭდური მასალების-წიგნების, ბროშურების, გაზეთების, ჟურნალების გამოფენა გაიმართება.
ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი და ფოე.
ორგანიზატორები - თსუ-ს სამეცნიერო ცენტრი „მსოფლიო კულტურათა რელიგიური საფუძვლები და ურთიერთობები“ (ცენტრი დაარსებულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მითითებით, საქართველოს უზენაესი საბჭოს მუდმივმოქმედი სოციალურ-ჰუმანიტარული კომისიის დადგენილებით და ფუნქციონირებს თსუ-ში საზოგადოებრივ საწყისებზე რექტორატის ბრძანებით, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო რეკომენდაციით და შუამდგომლობით), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კულტურის, განათლების, დეოკუპაციის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია, საქართველოს უზენაესი საბჭოს ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომისია, საერთაშორისო ორგანიზაციები - "ნიდერლანდებში ზვიად გამსახურდიას საზოგადოება", “ადამიანის უფლებათა დაცვის საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექცია (IGFM-ISHR); NGO მერაბ კოსტავას სახელობის კულტურის, განათლების და ტურიზმის განვითარების საერთაშორისო ფონდი, NGO საქართველოს სოციოლოგიური საზოგადოება, NGO „დიგიტალიზაცია და ანალიზი“-ს ცენტრი.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს თსუ-ს სამეცნიერო-კულტურული ცენტრის „მსოფლიო კულტურათა რელიგიური საფუძვლები“-ს დამაარსებლების მიერ შემუშავებულ ფართომასშტაბიან, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ, ბიზნეს მიმართულების პროექტის „მსოფლიო საქართველოს და საქართველო მსოფლიო თვალთახედვით „ ნაწილს
ღონისძიების დევიზია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსხახურდიას ცნობილი სიტყვები „ჩვენ ისე დავამარცხებთ ჩვენ მტერს, რომ მათ ჩვენთან ერთად გაიმარჯვონ“.
ღონისძიება ეფუძნება საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლეში გამოთქმულ წინადადებას საქართველოს ისტორიის იდეოლოგიური მოსაზრებით დამახინჯებული თავების ხელახლა და ობიექტურად გადაწერის თაობაზე.
კონფერენციის მიზანი; აღნიშნული კონფერენცია პირველად თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში თანამედროვე სახელმწიფოს მიღწევების და პრობლემათა ფართო სპექტრის განხილვის, მსოფლიო სახელმწიფოთა შორის ინტერდისციპლინური დიალოგის წარმართვის, მსოფლიო საზოგადოებრიობასთან ურთიერთობების და თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვის პრიზმაში სთავაზობს ფართო საზოგადოებას 1990-91 წლების ეროვნული პოლიტიკის გააანალიზებას. სახელმწიფო ანალიზის ამ ფონზე და ბაზაზე უკვე შესაძლებელი ხდება ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლეების მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას უდიდესი როლის წარმოჩენა ქვეყნის დამოუკიდებლობის, რელიგიურ-მართლმადიდებლურ-ეროვნულ მსოფლმხედველობის მსოფლმ-ხედველობის აღდგენის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნების საქმეში, დღემდე ტაბუდადებული ან დამახინჯებულად განმარტებული სახელმწიფო დოკუმენტების ნათელის მოფენა, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის და აქტუალობის შემცველნი არიან, როგორც ჩვენი ასევე მსოფლიო სახელმწიფოთა წინაშე მდგარი პრობლემათა გადასაწყვეტად. და არა მარტო ზემოაღნიშნული საკითხების ანალიზი არის კონფერენციის მიზანი. სახელმწიფოს კულტურის, მეცნიერების მსოფლმხედველობრივ-სტრუქტურული გარდაქმნების ბაზაზე უკვე განხორციელდა და დაისახა მრავალი ინოვაციები, ინტერდისციპლინარული, ეროვნებათშორის კულტურათა და რელიგიათა შორის დიალოგი, გასაქანი მიეცა სახელმწიფო მართვის ახალი მიმართულებების, თეორიული დისციპლინების დაარსების შესაძლებლობას. ყოველივე ეს და ზემოაღნიშნული თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მიღწევები წარმოადგენს კონფრენციის განხილვის საგანს და შესაძლებელს ხდის მოცემულ თეორიულ ბაზაზე 1990-91 წლების და დღევანდელი სახელმწიფოს მომგებიანი პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური დოკუმენტაციის ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში გაერთიანების პერსპექტივას. მხოლოდ თანამედროვე სახელმწიფოს ასეთ განზომილებაში და გადასახედიდან შეიძლება მოხდეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შეფასება ქართული და მსოფლიო საზოგადებრიობის მხრიდან, მისი მშვიდობიანი თანაარსებობა და თანამშრომლობა მსოფლიო სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში, მსოფლიო სახელმწიფოების კულტურათა და რელიგიათა დიალოგის წარმართვა, ქართული სახელმწიფოს, კულტურის და მეცნიერების მსოფლიო კულტურათა სივრცეში ინტეგრირება. კონფრენციაზე სპეციალური განხილვის საგანი იქნება მერაბ კოსტავას სახელობის კულტურის, განათლების და ტურიზმის განვითარების საერთაშორისო დონის ფონდის საქმიანობა, რომელიც დაარსდა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას 75 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად და მიზანად ისახავს საქართველოში კულტურული პოლიტიკის შექმნას, კულტურის საყოველთაო პროგრამის განხორციელებას. ასევე, მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის, მერაბ კოსტავას და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალების ფოტოგამოფენა, კულტურულ-საგანმნათლებლო ბეჭდური მასალების-წიგნების, ბროშურების, გაზეთების, ჟურნალების გამოფენა.
მიმართულებები: კულტურა და კულტურათა ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებები, პოლიტოლოგია, სამართალი, კონფლიქტოლოგია, უფლებათა დაცვის, ეკონომიკის, ტექნოლოგიის, ბიზნეს მიმართულებების შემსწავლელი მეცნიერებები
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოაგზავნოთ
2015 წლის 30 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე:
apridonidze57@mail.ru,
kakhniashvili@mail.ru
განაცხადის ფორმა: კონფერენციის მონაწილის სახელი და გვარი:მოხსენების სათაური:
კონფერენციის მონაწილის სახელი და გვარი:საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები).
თეზისების გაფორმების წესი: ფონტი: Sylfaen, Times New Roman ,ზომა: 12 , ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა) თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ,მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2015 წლის 3 ნოემბერს.
თეზისები დაიბეჭდება სტამბური წესით.
ღონისძიების კოორდინატორები:
გიორგი აფრიდონიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ანალიზისა და დიფიტალიზაციის ცენტრი“ დირექტორი, E-mail - kakhniashvili@mail.ru, tamar.apridonidze@mail.ru მობ. 593 556 289, 593 469 593, 2 292 846
თეიმურაზ მჟავია -აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კულტურის, განათლების დეოკუპაციის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი, ტელ. –, 599 409