2016-06-30

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 1 ივლისს 13:00 საათზე შედგება საორგანიზაციო შეხვედრა სამომავლოდ პლატფორმის შექმნის მიზნით, რომელიც იმუშავებს უმაღლესი განათლების და მეცნიერების საკითხებზე.

შეხვედრაზე დასასწრებად სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 30 ივნისის 18:00 საათამდე.

ცხელი ხაზის ნომერია: 2 200 220 (1157) თამარ ხარატიშვილი

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნატა ასათიანს 599290099
Print

« იხ. ყველა სიახლე