ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-19

Erasmus+ საინფორმაციო სემინარი

25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება Erasmus+ საინფორმაციო სემინარი, რომელიც Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. სემინარის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საინფორმაციო შეხვედრის ძირითადი მიზანია მოწვეული სტუმრებისათვის Erasmus+ ის პროგრამის ახალგამოცხადებული კონკურსის პირობების, სიახლეების და მოთხოვნების გაცნობა. სემინარის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტების მოკლე მიმოხილვა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ Erasmus+ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრამების დირექტორი, ხოსე გუტიერესი და უკრაინის Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი სვეტლანა შიტიკოვა.

მისასალმებელი სიტყვით სემინარის მონაწილეებს მიმართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 317-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე