2011-04-13
“ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – შენ ირჩევ” თემების კონკურსი
მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს და სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის I, II კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მხოლოდ იმ ქალაქებში სადაც გაიხსნა ამერიკული კუთხე: თბილისი, თელავი, რუსთავი, გორი, ხაშური, ახალციხე, ბათუმი და ზუგდიდი.
მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც არ სწავლობენ ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
წესები:
- თემა უნდა იყოს ქართულად აკრეფილი Microsoft Word- ში შემდეგი ფორმატით: A4 ზომის ფურცელი, ორმაგი ინტერვალი, მინდვრები – 2 სმ, AcadNusx შრიფტი, 12 ფონტის ზომა;
- თემა უნდა მოიცავდეს მაქსიმუმ 300 სიტყვას, მინიმუმ – 260 სიტყვას.
- Word-ის ფაილი უნდა გამოგზავნოთ შემდეგი ფორმატით: გვარისა და სახელის მითითებით. (მაგ. კიკნაძე ნანა_ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო);
- Word-ის ფაილის პირველ გვერდზე უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ინფორმაცია (სახელი, ასაკი, მისამართი, ქალაქი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა (email), სკოლა ან უნივერსიტეტი და ფაკულტეტი);
- თემა დაიწყეთ მე-2 გვერდზე და დაასრულეთ მე-3-ზე;
- არ ჩაწეროთ თქვენი სახელი ან სხვა პირადი ინფორმაცია თემაში (არ მიუთითოთ პირადი ინფორმაცია მე-2 და მე-3 გვერდზე);
- აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თქვენი ნაშრომი იქნება დისკვალიფიცირებული.
ბოლო ვადა: თემები უნდა წარმოადგინოთ 29 აპრილამდე, ელექტრონულ მისამართზე: AC-Georgia@State.Gov. ყველა მონაწილე მიიღებს განაცხადის მიღების დასტურს.
გამარჯვებულები:
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები განიხილავენ მიღებულ ნაშრომებს და საუკეთესო თემებს გადაუგზავნიან ამერიკის საელჩოს სპეციალურ კომისიას საბოლოო გადაწყვეტილებისათვის. საბოლოო განხილვისას ამერიკის საელჩოს კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულს სკოლის კატეგორიაში და 3 გამარჯვებულს უნივერსიტეტის კატეგორიაში. გამარჯვებულთა სახელები გამოცხადდება მაისში. ალტერნატიული 6 საუკეთესო ფინალისტი აგრეთვე მიიღებს მონაწილეობას თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში.
- გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან ამერიკის საელჩოში სადაც გადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატები;
- ეწვევიან თბილისის საქალაქო სასამართლოს და შეხვდებიან მთავარ მოსამართლეს ან პროკურორს;
- მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში;
- გამარჯვებულთა თემები განთავსდება საელჩოს Facebook-ის გვერდზე.
პრიზები:
I ადგილი – პორტატული კომპიუტერი (Laptop)
II ადგილი – ფოტო კამერა
III ადგილი – აიპოდი (Ipod)
ამერიკული კუთხეების პროგრამასთან ან თემების კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: (+99532) 277 609 begin_of_the_skype_highlighting (+99532) 277 609 end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting (+99532) 277 609 end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting (+99532) 277 609 end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting (+99532) 277 609 end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting (+99532) 277 609 end_of_the_skype_highlighting, AsatashviliK@state.gov ქეთი ასათაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ამერიკის საელჩო თბილისში; ან ესტუმრეთ ადგილობრივ ამერიკულ კუთხეებს (http://georgia.usembassy.gov/american-corners-2.html).
საინფორმაციო რესურსები:
სტუდენტებს შეუძლიათ გაეცნონ დამატებით ინფორმაციას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ შემდეგ ვებ-გვერდზე (http://www.america.gov/media/pdf/ejs/0709.pdf#popup), ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში www.msajuli.ge და ასევე თელავის, რუსთავის, თბილისის, გორის, ხაშურის, ახალციხის, ზუგდიდის და ბათუმის ამერიკულ კუთხეებში (http://georgia.usembassy.gov/american-corners-2/essay_contest3.html)
ღია კარის დღეები პროკურორებთან ამერიკულ კუთხეებში:
-
6 აპრილი 16:00 – თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე
პროკურორი გირშელ ძებნიაური
-
7 აპრილი 15:00 – რუსთავის ცენტრალური ბიბლიოთეკა
პროკურორი ლაშა არეშიძე
-
12 აპრილი, 15:00 – ხაშურის ცენტრალური ბიბლიოთეკა
პროკურორი მიხეილ შაქულაშვილი
-
12 აპრილი 15:00 – ბათუმის ცენტრალური ბიბლიოთეკა
პროკურორი სიმონ გოგილაშვილი
-
13 აპრილი, 15:00 – ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა
პროკურორი გიორგი ვანიძე
-
13 აპრილი, 15:00 - გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა
პროკურორი ნიკა დგებუაძე
-
15 აპრილი 15:00 – თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა
პროკურორი ლევან საჩიშვილი
« იხ. ყველა სიახლე