ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-05

ფოტოკონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - "საქართველოს ბუნება და საზოგადოება"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მუზეუმის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ფოტოკონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის – მათთვის, ვისაც იტაცებს ფოტოხელოვნება.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ ფოსტით, ან მოიტანოთ ორიგინალური ფერადი ფოტოები (JPG, მაღალი რეზოლუციით, A4 ფორმატის). ფოტოზე ასახული უნდა იყოს საქართველოს ბუნებისათვის დამახასიათებელი პეიზაჟები, მისი ღირშესანიშნაობები და საზოგადოებრივი ყოფა, გეოგრაფიული მოვლენები და პროცესები.

ფოტოსთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს თანდართული ფურცელი თქვენი სარეკვიზიტო მონაცემებით (ნაბეჭდი): სახელი და გვარი, სკოლის/სასწავლებლის დასახელება, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია (მეილი, ტელეფონი).

თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარმოდგენა. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
    
ფოტონამუშევრების მიღება:
2013 წლის 22 ნოემბრამდე, ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 12:00–დან 15:00–მდე.
საკონტაქტო პირი: გიორგი დვალაშვილი. 599 913 665

გელით ფოტოკონკურსზე. მიიღეთ მონაწილეობა და ერთად შევქმნათ ჩვენი საქართველოს თვალწარმტაცი ბუნებისა და მდიდარი ტრადიციული ყოფის ამსახველი ფოტოფონდი.

მისამართი: ქ. თბილისი. ი. ჭავჭავაძის გამზ. 3. თსუ, II კორპუსი, III სართული, გეოგრაფიის დეპარტამენტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე