ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის
აკადემია აცხადებს კანდიდატების მიღებას ოთხწლიან ინტენსიურ საბაკალავრო
პროგრამაზე 2019-2023 სასწავლო წლებისთვის.
პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში გაიმართება.
კურსანტის სასწავლო გადასახადს, ყოველთვიურ ფულად სარგოს, უნიფორმით
უზრუნველყოფისა და კვების ხარჯებს აშშ-ს მთავრობა სრულად დაფარავს. სხვა
საჭირო ხარჯებს კი სასაზღვრო პოლიცია აანაზღაურებს. სწავლის ღირებულება,
ერთი წლის განმავლობაში, შეადგენს დაახლოებით 97 000 აშშ დოლარს.
ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიის (USCG)
კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში
იმსახურებენ.
აკადემია კანდიდატებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს:
- სამოქალაქო ინჟინერია;
- ელექტრო ინჟინერია;
- საზღვაო ფლოტის არქიტექტურა და ინჟინერია;
- ოპერაციების კვლევა;
- საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები;
- სახელმწიფო მართვა;
- სამანქანო ინჟინერია;
- მართვა.
აკადემიური პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ნავიგაციისა და კანონაღსრულების საკითხების თეორიულ სწავლებას.