2013-02-26
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას
სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას. სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.
სტაჟირების კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
• პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (
ჩამოსატვირთი ფორმა).;
• ავტობიოგრაფია, CV;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
• ორი ფოტოსურათი (3x4).
საბუთები მიიღება 2013 წლის 11 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტში.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია თანდართულ
დოკუმენტში
« იხ. ყველა სიახლე