ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-14

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება  კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში

სტიპენდიების ჩამონათვალი: 
მესინას უნივერსიტეტი (იტალია)
ჰუმანიტარული მეცნიერებები, არქეოლოგია, ანთროპოლოგია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 7 დღე
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ეკოლოგია, გეოგრაფია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 7 დღე
ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია)
სკანდინავიური ფილოლოგია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 27 დღე
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
უცხო ენები, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
გერმანული ფილოლოგია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 30 დღე
რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
არქეოლოგია, ისტორია, ფიზიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული, ევროპული კვლევები, კულტურის მეცნიერებები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, მასობრივი კომუნიკაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ფსიქოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანული უნივერსიტეტი (შპაიერი, გერმანია)
იურიდიული, საჯარო მმართველობა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
ეკონომიკა, ბიზნესი, ჟურნალისტიკა
სასწავლო კურსების ჩამონათვალი (International Finance and International Economics) დანართი 1 და დანართი 2 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა 
შენიშვნა: ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯზე განაცხადის გაკეთება შეუძლია იმ აკადემიურ პერსონალს, როემლსაც აქვს დადასტურებული გამოცდილება ინგლისურ ენაზე ზემოთ მოცემულ მიმართულებებზე კურსების წაკითხვის 
გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი) 
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
დასავლეთ ტიმისოარას უნივერსიტეტი (რუმინეთი)
იურიდიული, ფილოსოფია, ეკონომიკა, ბიზნესი, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერება, განათლების მეცნიერება, ლიტერატურა, ლინგვისტიკა.
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
კადირ ჰასის უნივერსიტეტი (თურქეთი)
პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ენები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა 
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
რჟეშოვის იურიდიული და საჯარო ადმინისტრირების უნივერსიტეტი (პოლონეთი)
იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებები, გენდერის კვლევა, ეკონომიკა და ბიზნესი 
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტი (გერმანია)
ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის ხანგრძლივობა: 8 კვირა
  ბუქარესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
ფილოსოფია, კულტურის კვლევები, სოციოლოგია 
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია)
საინფორმაციო ტექნოლოგიები 
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
ესქიშეჰირ ოსმანგაზი (თურქეთი)
თურქული ენა და ლიტერატურა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ლიმერიკის უნივერსიტეტი (ირლანდია)
ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება, ქიმია, ეკონომიკა, სოციოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა, იურიდიული, მათემატიკა, ფსიქოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
ბიზნესის ადმინისტრირება, სოციოლური სამუშაო, ტურიზმი, განათლების მეცნიერებები 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ევროპული ბიზნეს სკოლა (პორტუგალია)
ტურიზმი და ბიზნესი
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
სოციოლოგია, ტურიზმი, რეგიონული გეოგრაფია, ლანდშაფტის დაგეგმარება და საზოგადეოებრივი გეოგრაფია
მობილობის ხანგრძლივობა: 12 დღე
შენიშვნა: ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების მსურველმა აკადემიურმა პერსონალმა  უნდა შეავსოს შემდეგი სამუშაო გეგმა (დანართი 3) (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის/დეპარტამენტის დეკანის/უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული)
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
კომპიუტერული მეცნიერება, გეოპოლიტიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ჩუკუროვას უნივერსიტეტი (თურქეთი)
მედიცინა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
    ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდების სამეფო)
ლიტერატურა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, კულტურის კვლევები 
მობილობის ხანგრძლივობა: 23 დღე
      დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 14 დღე
    ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი (გერმანია)
იურიდიული
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 14 დღე


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ფოტო ¾-ზე (იტვირთება პერსონალური ინფორმაციის ველში);
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე; კონკურსანტი ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში უთითებს რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებს, რის საფუძველზეც, რეკომენდატორს, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ელ-ფოსტის საშუალებით სარეკომენდაციო ბმული შესავსებად.  რეკომენდატორის მიერ აუცილებლად სააპლიკაციო ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციის გადმოგზავნა);
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; სავალდებულოა, 8 საათიანი სალექციო დატვირთვა კვირაში; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 4 (ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების მსურველ აკადემიურ პერსონალს არ ესაჭიროებათ აღნიშნული დოკუმენტი);
8 საათიანი სალექციო კურსის მოკლე მონახაზი (მაქსიმუმ 2 გვერდი; ინგლისურ ენაზე) (ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების მსურველ აკადემიურ პერსონალს არ ესაჭიროებათ აღნიშნული დოკუმენტი);
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს;
სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტზე).


დაინტერესებული პროფესორები/ლექტორები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - 
mobility.tsu.ge 
ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 
3 დეკემბრის 18:00 საათამდე.


სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებები იგეგმება ა/წ 6 დეკემბერს; 
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ. ფოსტის საშუალებით.

გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 30 ნოემბრის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები. 

Print

« იხ. ყველა სიახლე