ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ორადეას უნივერსიტეტში (რუმინეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ევროპული კვლევები და საერთაშორისო ურთიერთობები.
მიმდინარე წლის 4-8 ნოემბერს ორადეას უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება 2 საერთაშორისო კონფერენცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთჩამოთვლილ სააპლიკაციო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნონ, იმ მოხსენების აბსტრაქტი, რომელსაც წარადგენს ერთ-ერთ კონფერენციაზე:
1.
Regional Development at the Borders of the Europen Union
დანართი 1
2.
Power and Borders in the New World Order
დანართი 2
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
შევსებული სამუშაო გეგმა (ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის - თეა გერგედავას ხელმოწერით დამოწმებული)-
დანართი 3;
მოხსენების აბსტრაქტი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2019 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
10 დღე (მგზავრობის დღეების ჩათვლით; მობილობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის ნოემბერში)
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge.