თსუ-ში შავი ზღვის ერთობლივი საოპერაციო პროგრამა “შავი ზღვის აუზი 2014-2020”-ის საგრანტო პროექტის BSB552 “Innovative techniques and methods for reducing the marine litter in the Black Sea coastal areas – RedMarLitter „შავი ზღვის სანაპირო ზოლში საზღვაო ნარჩენების შემცირების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები” (RedMarLitter) ფარგლებში ცხადდება კონკურსი პერსონალის შესარჩევად შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად:
- საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მყარი ნარჩენების (მარინლიტერის) მონაცემთა ბაზის შექმნა საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის ფარგლებში)
- ნარჩენების (მარინლიტერის) შემცირების ღონისძიებების შემუშავება საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის ფარგლებში)
მოთხოვნები კონკურსანტის მიმართ:
- კვალიფიკაცია - დოქტორი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამუშაო გამოცდილება;
- აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
შენიშვნა:
- კონკურსანტების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება, აღნიშნულ საკითხეზე, საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში პუბლიკაციების მქონე კონკურსანტებს;
- კონკურსანტი არ უნდა მიეკუთვნებოდეს თსუ-ს აკადემიურ პერსონალს;
- სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
მსურველებმა მიმდინარე წლის
10 ოქტომბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე:
wocean@consultant.com;
vazha.trapaidze@tsu.ge; უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი;
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ 2 29 08 12.