2015-03-11

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის

ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მერვე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის "მცირე  პროზა”.

კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი და პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე უკვე განთავსებული);
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.

ჩატარების ხანგრძლიობა - 2015 წლის 9 მარტიდან 15 ივნისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 ივნისი; 15 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.

გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში” და "ჩვენ მწერლობაში”.
 
საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2015 წლის 10 ივნისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.17 ტელ: 990699, 893148125 ნაწარმოებები მიიღება კვირის სამუშაო დღეებში 12სთ-დან-17სთ-მდე კვირა-ორშაბათის გარდა.

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.



Print

« იხ. ყველა სიახლე