2015-11-27
სახელმძღვანელოების - ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ და „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“ პრეზენტაცია
2 დეკემბერს, 16:00 საათზე,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების
,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ (ავტორები დ. ანდერსენი, დ. სვინი, თ. უილიამსი) და
„ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“ (ავტორები ფ. ლოკიე და დ. ბლეიდსი) – ქართულ ენაზე თარგმანების პრეზენტაცია.
სახელმძღვანელოს – დ. ანდერსენი, დ. სვინი, თ. უილიამსი ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ (მე–11 განახლებული გამოცემა) ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი ქეთევან მარშავა, სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი. წიგნის ერთ–ერთი ავტორი – დევიდ ანდერსენი ცინცინატის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების კოლეჯის პროფესორია რაოდენობრივ ანალიზში. ის არის 10 სახელმძღვანელოს თანაავტორი შემდეგ დისციპლინებში: სტატისტიკა, მენეჯმენტი და წრფივი პროგრამირება. მეორე ავტორი – დენის სვინი პროფესორია რაოდენობრივ ანალიზში და ასევე მწარმოებლურობის გაუმჯობესების ცენტრის დამაარსებელია ცინცინატის უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სტატია და მონოგრაფია მენეჯმენტსა და სტატისტიკაში. მესამე ავტორი – თომას უილიამსი მენეჯმენტის პროფესორია როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიზნესის კოლეჯში. იგი არის 11 სახელმძღვანელოს თანაავტორი შემდეგ დისციპლინებში: მენეჯმენტი, სტატისტიკა და მათემატიკა.
სახელმძღვანელოს ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ გამოსაცემად 2014 წელს ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა შესაბამის გამომცემლობასთან აშშ–ში და დაიბეჭდა თსუ–ს სტამბაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია ძირითადად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, თუმცა ცალკეული თემების გამოყენება მიზანშეწონილია მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაც.
მეორე სახელმძღვანელოს – ფ. ლოკიე, დ. ბლეიდსი „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“ (მე–2 გამოცემა) – ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი სიმონ გელაშვილი, რედაქტორი პროფესორი ქეთევან მარშავა. ეს წიგნი ნაშრომი დაიბეჭდა ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) ეგიდით და მისი გამოქვეყნება იმ დროს დაემთხვა, როდესაც ეთგო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ პრაქტიკულად დანერგა ეროვნული ანგარიშების 2008 წლის ვერსია. წიგნი განკუთვნილია ძირითადად მაგისტრანტებისთვის, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ახალგაზრდა სტატისტიკოსებმა, სტუდენტებმა, ჟურნალისტებმა, ეკონომისტებმა და ყველა მოქალაქემ, ვისაც სურს უფრო მეტი იცოდეს ეკონომიკური განვითარების გაზომვისათვის საჭირო სტატისტიკის შესახებ ეთგო-ს ქვეყნებში. სახელმძღვანელო გარკვეულ დახმარებას გაუწევს ასევე ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომელთაც სურთ სიღრმისეულად შეისწავლონ ეროვნული ანგარიშები. წიგნი მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური პერსონალისათვის, ისე პრაქტიკოსებისთვისაც. უცხოეთის გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ წიგნის ქართული ვერსიის გამოქვეყნება უნდა მოხდეს ელექტრონულ ფორმატში თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, რაც ფართო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ორივე წიგნის თარგმნა და გამოცემა განხორციელდა თსუ–ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში, რაც ჩვენი სტუდენტობისათვის თანამედროვე უცხოენოვანი სახელმძღვანელოების გაცნობა–შესწავლის ფართო შესაძლებლობაა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა სიახლე