2016-09-08
წინანდლის პრემია
დაიწყო განაცხადების მიღება წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა პოპულარიზაცია, წახალისება და ხელშეწყობა;
I. ზოგადი დებულებები
1. დებულება განსაზღვრავს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის „წინანდლის პრემიის“ მინიჭების პირობებსა და წესს;
2. „წინანდლის პრემიას“ ახორციელებს საორგანიზაციო კომიტეტი;
3. წინანდლის პრემიის” ლაურეატების გამოვლენა ხდება 8 განსაზღვრული ნომინაციის მიხედვით;
4. დარგების მიხედვით შერჩეულ 3 ნომინანტს გადაეცემა სპეციალური სიგელი, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი ჯილდოვდება დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით 5 000 ლარის ოდენობით;
II. კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები
5. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს;
6. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლია როგორც თავად ავტორს, ასევე კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს, შემოქმედებით ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით (იხ.დანართი #1);
7. „წინანდლის პრემიაზე“ ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წარდგენა ხდება ბოლო 1 კალენდარული წლის განმავლობაში შექმნილი ან/და გამოქვეყნებული ნაშრომის/ნამუშევრის მიხედვით. ნომინირებამდე, წარდგენილი საკონკურსო ნამუშევარი/ნაშრომი, ცნობილი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის;
8. საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, ცალკეული ნომინაციის მოთხოვნის შესაბამისად უნდა იქნას წარმოდგენილი:
თეატრალური ხელოვნება - CD ვიდეოფორმატი (-R) - 3 ეგზემპლარი;
კინოხელოვნება - CD ვიდეოფორმატი (-R) - 3 ეგზემპლარი;
ლიტერატურა (პროზა) - ნაბეჭდი (წიგნი ან ჟურნალი) – 3 ეგზემპლარი - (ნაშრომს მინიჭებული უნდა ჰქონდეს წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი - ISBN ან საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი ISSN);
ლიტერატურა (პოეზია) - ნაბეჭდი (წიგნი ან ჟურნალი) – 3 ეგზემპლარი - (ნაშრომს მინიჭებული უნდა ჰქონდეს წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი - ISBN ან საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი ISBN);
მუსიკა - CD ვიდეოფორმატი - 3 ეგზემპლარი; საჯარო შესრულების დამადასტურებელი მონაცემები;
სახვითი ხელოვნება - CD ფორმატი - 3 ეგზემპლარი (ჟიურის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ორიგინალი); გამოფენაზე მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ნაბეჭდი (წიგნი ან ჟურნალი) – 3 ეგზემპლარი; (უცხო ენაზე წარმოდგენილ ნაშრომს/ნამუშევარს უნდა დაერთოს ქართული რეზიუმე);
ჰუმანიტარული მეცნიერებები - ნაბეჭდი (წიგნი ან ჟურნალი) – 3 ეგზემპლარი; (უცხო ენაზე წარმოდგენილ ნაშრომს/ნამუშევარს უნდა დაერთოს ქართული რეზიუმე);
9. „წინანდლის პრემიის“ ლაურეატის ნამუშევარი კონკურსში არ განიხილება;
10. „წინანდლის პრემიის“ ნომინანტებს ეძლევათ შესაძლებლობა განმეორებით მიიღონ მონაწილეობა კონკურსში;
III. „ წინანდლის პრემიის“ ნომინანტთა შემრჩევი კომისიებისა და ჟიურის შექმნისა და მუშაობის წესი
11. დარგობრივი კომისიებისა და ჟიურის შემადგენლობასა და რაოდენობას ამტკიცებს „წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო კომიტეტი;
12. დარგობრივი კომისიებისა და ჟიურის რაოდენობა განისაზღვრება ნომინაციების რაოდენობიდან გამომდინარე;
13. „წინანდლის პრემიის“ ლაურეატის გამოვლენა ხდება ორ ეტაპად: 1) შემოსული კანდიდატურებიდან, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაკომპლექტებული დარგობრივი კომისია გამოავლენს სამ ნომინანტს და განსახილველად გადასცემს ჟიურის; 2) დასახელებული ნომინანტებიდან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ჟიური შეარჩევს თითოეულ სფეროში ერთ გამარჯვებულს.
წინანდლის პრემიის მიღების მსურველებმა შევსებული აპლიკაცია გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: tsinandlispremia@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

« იხ. ყველა სიახლე