2017-04-21

გრძელდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

გრძელდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

სტიპენდიების ჩამონათვალი:
რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
https://www.uni-ruse.bg/en
იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
საკონტაქტო პირი: ekolarov@uni-ruse.bg
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
http://www.uni-salzburg.at/index.php?id=52
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
საკონტაქტო პირი: reinhard.c.heinisch@sbg.ac.at
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.uim.aku.edu.tr/
ეკონომიკა, ისტორია, ბიოლოგია, სოციოლოგია, ბიზნესი, ტურიზმი, მედიცინა, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
http://www.uclouvain.be/index.html
ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანული უნივერსიტეტი (შპაიერი, გერმანია)
http://www.uni-speyer.de/en/university.php
იურიდიული, საჯარო მმართველობა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unibo.it/it
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unitus.it/
ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ეკონომიკა, ეკოლოგია, გეოგრაფია
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
უცხო ენები, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/index.html?language=en
იურიდიული, სოციოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
 სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, გერმანულ ან იტალიურ  ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 3 მაისის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
ავსტრია, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი, იტალია: 140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია, ესპანეთი: 120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე